მომსახურების პირობები Postifly-ზე — წესები და შეზღუდვები

შემსრულებლის უფლება-მოვალეობები

კომპანია Postifly-ის მიერ ამანათების ტრანსპორტირება ხდეა 9 ქვეყნიდან საქართველოში; კომპანია პასუხს არ აგებს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე; თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ჩვენს ოფისებამდე „ონლაინ მაღაზიის“ შეცდომის გამო ან „ონლაინ მაღაზია“ გააუქმებს შეკვეთას, კომპანია არ აგებს პასუხს ზარალის ანაზღაურებაზე; კომპანია Postifly იღებს ვალდებულებას ამანათების უვნებლად ტრანსპორტირებაზე, დაკარგვის შემთხვევაში ზარალი იქნება ანაზღაურებული; კომპანია Postifly არის პასუხისმგებელი ისეთ ნივთზე, რომელიც გარეგნულად იქნება დაზიანებული (დახეული, გახნსილი, შეჭყლეტილი). ნივთის შემოწმება ხდება ადგილზე, სხვა შემთხვევაში პრეტენზია არ მიიღება. ანაზღაურება არ ვრცელდება მტვრევად ნივთებზე. კომპანია Postifly არ აგებს პასუხს პროდუქციის ვარგისიანობაზე, ხარისხზე და მათ რაოდენობაზე; მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საბუთი, რაც კავშირში იქნება შეძენილ ნივთთან; კომპენსაციის შემთხვევაში შემსრულებელი იტოვებს საწყობში დაზიანებულ ნივთს; კომპანია Postifly მოკვლევის მიზნით ზარალის ანაზღაურებამდე ითხოვს მაქსიმუმ 30 სამუშაო დღეს, ხოლო ზარალის თანხას უნაზღაურებს დამკვეთს 5 სამუშაო დღეში, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

დამკვეთის უფლება-მოვალეობები

დამკვეთი ვალდებულია შემსრულებლის ვებ გვერდზე www.postifly.ge მოახდინოს ამანათის სწორად დეკლარირება, დამკვეთის პირად კაბინეტში ამანათის თრექინგ კოდის ასახვიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეშიб, დამკვეთი ვალდებულია:

  • დაფაროს ამანათის ტრანსპორტირების საფასური ნივთის გატანის წინ
  • ამანათის გატანამდე შეამოწმოს ნივთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათის გატანის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება

დაანგარიშების წესი

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის რეალური წონის მიხედვით. წონის დამრგვალება ხდება 1 კილომდე, მინიმალური წონა შეადგენს 1 კილოგრამს.კომპანია Postifly მოცულობით ითვლის მხოლოდ განსაკუთრებული გაბარიტების მქონე ნივთებს და ღირებულების განსაზღვრა მოხდება შეთანხმებით.

დეკლარირება და განბაჟების მომსახურება

დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს მისი კუთვნილი ნივთის დეკლარირება. დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია დამკვეთი. შემსრულბელი დამკვეთს უბის მხოლოდ საბაჟოზე მომსახურებას. ამანათების დეკლარიება სავალდებულოა, დაუდეკლარირებელი ამანათები შეჩერდება საბაჟოზე. ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ეს დროულ გადახდაზე პასუხისმგებელია დამკვეთი. შემსრულებელი დამკვეთს გაუწევს მხოლოდ სადეკლარანტო სერვისს, რაც გულისხმობს დეკლარაციის ფორმის შევსებას. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთმა არ გადაიხადა ბაჟი, ვერ ჩაეტია შესაბამის ვადებში (ბაჟის გადახდის) მიუთითა არასწორი ინფორმაცია დეკლარაციაში, პასუხისმგებელი არის დამკვეთი. დამკვეთის მიერ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე თუ დაზარალდა კომპანია Postifly, დამკვეთი ზარალს აუნაზღაურებს კომპანიას სრულად.

ამანათის გაცემა მესამე პირზე

ამანათის გაცემა მესამე პირზე ხდება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ:

  • პირადობის მოწმობა
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
  • მინდობილობა

კონფიდენციალურობა

მომხმარებლის შესახებ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ინახება კომპანია Postifly-ის ბაზაში წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას. კომპანია Postifly აღნიშნულ ინფორმაციას არ გადასცემს მესამე პირს, თუ ამას არ მოითხოვს სახელმწიფოს წარმომადგენელი ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაცია ინახება ბაზებში და დაცულია უცხო პირებისგან. თავის მხრივ, მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს მესამე პირს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა:

  • ტრანსპორტირების ანაზღაურების ტარიფი, რომელიც შეთანხმებულია მხოლოდ დამკვეთთან
  • ფინანსური დოკუმენტები, როგორიცაა ინვოისი

დეკლარანტის მომსახურება

კომპანია Postifly მომხმარებლებს სადეკლარანტო მომსახურებას გაუწევს უფასოდ. დეკლარაციის დაბეჭდვა უფასოა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიული პირებისთვის.

აკრძალული ნივთების სია

კომპანია Postifly არ ახორციელებს იმ ნივთების გადაზიდვას, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო წესებით არის აკრძალული. მათ შორის:

  • რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები
  • საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები
  • საკვები პროდუქცია
  • ფეთქებადი ნივთიერებები
  • მიწა და ნერგები მიწით
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია
  • ცოცხალი ცხოველები
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები
  • წამლები (10 შეკვრაზე მეტი)
  • მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი)